გიორგი ძაგნიძე (ასოცირებული პროფესორი)
მედიცინის დოქტორი;
მიმართულება: ზოგადი ქირურგია
ონკო-პლასტიკურ ქირურგთა ასოციაციის და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის პრეზიდენტი.
გიორგი ძაგნიძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ონკო-პლასტიკურ ქირურგთა ასოციაციის და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის პრეზიდენტი, ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO), ევროპის კიბოს კვლევების ასოციაციის (EACR), ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) და ევროპის ქირურგ ონკოლოგთა ასოციაციის (ESSO) წევრი, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის EUROPA DONNA-ს საქართველოს ოფისის მრჩეველი. მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილება, მათ შორის წლების მანძილზე ის საქმიანობდა საქართველოს წამყვან კლინიკებში და ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლესი განათლების დაწესებულებაში. იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის აკადემიურ ხარისხს და დღემდე ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას..
გიორგი ძაგნიძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციისა და ვორკშოპის მომხსენებელი, საერთაშორისო ფორუმებისა და კონგრესების მონაწილე, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და პროფესიული განვითარების საერთაშორისო პროგრამების კურსდამთავრებული.