სოფიკო გურამიშვილი (ასოცირებული პროფესორი)
მედიცინის დოქტორი;
მიმართულება : ქიმია, ბიოფიზიკა და სამედიცინო ფიზიკა (ბიოსტატისტიკა);
სამედიცინო ცენტრი „ურანტი“, ეპიდემიოლოგი
სოფიკო გურამიშვილი არის სამედიცინო ცენტრის „ურანტი“ ეპიდემიოლოგი. მას აქვს როგორც პროფესიული, ასევე პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი. იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორის აკადემიურ ხარისხებს.
სოფიკო გურამიშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი პუბლიკაციის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის, ვორკშოპის მონაწილე და მომხსენებელი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ პროფესიული განვითარების პროგრამაში, არის ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი პროექტების აქტიური მონაწილე.