ვახტანგ გოდერძიშვილი (ასოცირებული პროფესორი)
ქირურგიის მეცნიერებათა დოქტორი;
მიმართულება: ზოგადი და კერძო ქირურგი
ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, ქირურგი.
ვახტანგ გოდერძიშვილი აქვს მრავაწლიანი პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. ის არის აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმი ქირურგი, სხვადასხვა წლებში იყო ასოციაცია “გენეზისი”-ს ექიმი ექოსკოპისტი, ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ექიმი-ქირურგი, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექიმი რეანიმატოლოგი. მას აქვს იგი ფლობს ქირურგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიურ ხარისხს, ასევე სახელმწიფო სერტიფიკატებს ნებადართული სპეციალობით ენდოკრინული ქირურგია, ქირურგიული ონკოლოგია და ლაპარასკოპიული ქირურგია. სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ვახტანგ გოდერძიშვილი ეწევა სამეცნიერო- კვლევით საქმიანობას, არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი.