ელენე ზურაბიშვილი (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: ენდოკრინოლოგია;
EEU-ს ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
ელენე ზურაბიშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, მედისონის სამედიცინო ჰოლდინგის ექიმი ენდოკრინოლოგი. ის აქტიურად ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. მას განათლება აქვს მიღებული დიდ ბრიტანეთში (Queen Mary University of London), სადაც დაეუფლა კლინიკური ენდოკრინოლოგიის მაგისტრის ხარისხს. სხვადასხვა წლებში იყო ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირთა ჰოსპისში ექიმის ასისტენტი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და კლინიკა კურაციოს ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის უმცროსი ექიმი, ბრიტანეთის Williams College-ის მმართველობის საბჭოში უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
ელენე ზურაბიშვილი ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის რამდენიმე სამედიცინო პუბლიკაციის ავტორი. ამასთან, იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, ვორკშოპებსა და სიმპოზიუმებში. მას სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები საქართველოში და უცხოეთში დიაბეტოლოგის და პედიატრიული ენდოკრინოლოგიის მიმართულებით.