აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სადოქტორო განათლების განვითარების ცენტრისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, 2021 წლის 26 იანვარს გაიმართა ონლაინ-ვორქშოპი: „COVID-19 და უმაღლესი განათლება: ინტერდისციპლინური პერსპექტივები“
ვორქშოპის მიზანს წარმოადგენდა COVID-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად უმაღლესი განათლების სფეროში წარმოქმნილი გამოწვევების (სწავლა, სწავლება, კვლევა) ინტერდისციპლინურ ჭრილში ანალიზი.
ვორქშოპის მოდერატორი იყო ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი პოლ გიბსი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მიდლსექსის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, EEU-ს სადოქტორო კვლევების განვითარების ცენტრის დირექტორი)
ონლაინ-ვორქშოპის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების სფეროზე პანდემიის ზეგავლენისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შესახებ. ვირქშოპზე მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდა სხვადასხვა დისციპლინის ხუთი წარმომადგენელი:
- გიორგი თავაძე (პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი) – ,,ფილოსოფიური პერსპექტივები COVID-19-ის შესახებ და პანდემიის გავლენა უმაღლეს განათლებაზე’’;
- კახა ლაზარაშვილი (ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის მენეჯმენტი) – ,,COVID-19 და უმაღლესი განათლება: ჯანდაცვის სკოლის პერსპექტივა’’;
- თამთა ლეკიშვილი (ასისტენტ-პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი) – ,,COVID-19 და უმაღლესი განათლება: ბიზნესისა და ინჟინერიის სკოლის პერსპექტივა’’;
- ლაშა ცერცვაძე (ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი) – ,,COVID-19 და უმაღლესი განათლება: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პერსპექტივა’’;
- პოლ გიბსი (პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი) – ,,COVID-19 და უმაღლესი განათლება: ინტერდისციპლინური მიდგომა’’.
ონლაინ-ვორქშოპს ასევე ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, უნივერსიტეტის აკადემიური/მოწვეული პერსონალი და სტუდენტები.
ვორქშოპის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ონლაინ-ვორქშოპი იხ. ბმულზე: https://web.microsoftstream.com/video/2a54c706-9dfc-4394-a634-7a54c6c71fc1?list=studio