რევაზ ხასია (ასოცირებული პროფესორი)
მიმართულება: არქიტექტურა.
რევაზ ხასიას აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. ის არის სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული არქიტექტორ-ტექნიკოსის სახელმძღვანელოს თანაავტორი. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში, არქიტექტურულ – შემოქმედებით კონკურსებში, გამოფენებსა და სიმპოზიუმებში. მას მიღებული აქვს I პრიზი – საერთაშორისო გამოფენა-კონკურსში “ოლიმპიადა“, გრანპრი ქანდაკებაში – საერთაშორისო გამოფენა “ცისფერი “გალერეა, სამგზის I პრიზი საერთაშორისო საშობაო ფესტივალი “ცისფერი“ გალერეა, გრანპრი -ნამუშევარი “მუზა” სკულპტურის საერთაშორისო სიმპოზიუმში (ქ.ნადიოტადი, უნგრეთი). ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში წვლილისთვის მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის საპატიო წოდება. ის წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.