გიორგი გოცაძე (ასოცირებული პროფესორი)
მიმართულება: გადაუდებელი მედიცინა;
შპს „მედიქლაბჯორჯია“-ს სამედიცინო დირექტორი.
გიორგი გოცაძე არის შპს „მედიქლაბჯორჯიას“ს სამედიცინო დირექტორი, საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი. მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება და აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა წლებში იყო შპს “მედიქლაბჯორჯიას“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შპს „ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შპს ,,ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის“ კრიტიკული მედიცინის ექიმი. ფლობს კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის სახელმწიფო სერტიფიკატს.
გიორგი გოცაძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციებისა და ვორკშოპების მონაწილე, მომხსენებლი და ორგანიზატორი. ასევე, ის აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და პროფესიული გადამზადების კურსი ადგილობრივ და საერთაშირისო ორგანიზაციებში.