ნინო ფირცხალაიშვილი (ასისტენტ-პროფესორი) ![](https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2021/02/ნინო-ფირცხალაიშვილი.jpg)
მიმართულება: ფსიქოლიგია;
ნინო ფირცხალაიშვილი არის „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ და „ქართულ-ამერიკული სკოლის“ ფსიქოლოგი. წლების განმავლობაში აქტიურად ეწევა პროფესიულ საქმიანობას, სხვადასხვა წლებში იყო კერძო სკოლა „პეგასი“-ის და თბილისის მე-14 საჯარო სკოლის ფსიქოლოგი. აქვს პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ნინო ფირცხალაიშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი, სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი. ის აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში, გავლილი აქვს სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.