თურქეთში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის თურქეთის მთავრობა სასტიპენდიო კონკურსს(Türkiye Scholarships) აცხადებს. კონკურსის ფარგლებში, ყველა ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა, მოიპოვოს დაფინანსება როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე სწავლის გასაგრძელებლად თურქეთის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
Türkiye Scholarships-ი არის სამთავრობო სტიპენდია, რომელიც გამორჩეულ სტუდენტებსა და მკვლევარებს სრულ დაფინანსებას სთავაზობს. სტიპენდია მოიცავს ფინანსურ მხარდაჭერას, სწავლის გადასახადის დაფინანსებას, საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე – წვდომას უნივერსიტეტის ყველა მომსახურებაზე.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 თებერვალი.
საკონკურსო კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.