კოიმბრას ჯგუფის უნივერსიტეტები ახალგაზრდა მკვლევარებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნების უმაღლესი დაწესებულებებიდან, მოკლევადიანი კვლევითი ვიზიტის განხორციელების საშუალებას სთავაზობს. პროგრამის მთავარი მიზანია საშუალება მისცეს ახალგაზრდა მკვლევარებს ჩაატარონ კვლევა, რომელსაც ისინი მშობლიურ უნივერსიტეტში ახორციელებენ და დაეხმაროს მათ აკადემიური და სამეცნიერო კონტაქტების დამყარებაში.
სტიპენდიების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ კოიმბრას ჯგუფის წევრი უნივერსიტეტები, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში.
მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ რეგისტრაცია 2021 წლის 16 აპრილამდე (ბრიუსელის დროით 00:00)
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის, განაცხადის ფორმებისა და ინსტრუქციებისთვის, იხილეთ პროგრამის ვებგვერდი: