2 აპრილს, 18:00 საათზე შეხვდი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტურ ომბუდსმენს – ზურაბ ბეჟაშვილს.
ონლაინ შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ახლადშექმნილი სტუდენტური ომბუდსმენის ოფისის პრეზენტაცია და სტუდენტებსა და პერსონალში ოფისის შესახებ ცნობადობის გაზრდა. ომბუდსმენის ოფისი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დამოუკიდებელ ორგანოდ ფუნქციონირებს 2020 წლიდან და მისი მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტების ინტერესების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენას, წარმოქმნილ კონფლიქტურ სიტუაციაში ეფექტიან კომუნიკაციას და შეასრულოს მედიატორის (შუამავლის) როლი.
პრეზენტაციის თემატიკა:
- სტუდენტური ომბუდსმენის ოფისის მნიშვნელობა და საქმიანობის ძირითადი პრინციპები;
- ომბუდსმენის როლი, ვინ და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს EEU ომბუდსმენს;
- სტუდენტური ომბუდსმენის ოფისის დაგეგმილი აქტივობების გაცნობა;
სპიკერი: ზურაბ ბეჟაშვილი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენის ოფისის ომბუდსმენი; ,,EUIPO“- საავტორო უფლებების ექსპერტი; ,,Georgian Anti-Piracy Center“ – აღმასრულებელი დირექტორი; ,,GMI Rights Management“ – დირექტორი.
პრეზენტაციის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი
სამუშაო ენა: ქართული
პრეზენტაციის განხორციელების განრიგი: 02.04.2021, 18:00 საათი
პრეზენტაციის ხანგრძლივობა: 1 საათი
ფორმატი: პრეზენტაცია ჩატარდება დისტანციურად MS TEAMS-ში
პრეზენტაციაზე დასწრების ბმული: