კვლევა ხორციელდება ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის მიერ. კვლევას ახორციელებენ პროფესორი გიორგი თავაძე (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), ასისტენტ-პროფესორი ირაკლი ჩხაიძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ვლადიმერ ლიპარტელიანი (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი). კვლევის მიზანია სახელმწიფოს, ერის და დემოკრატიის შესახებ კოლონიურ და პოსტკოლონიურ პერიოდებში არსებული განსხვავებული დისკურსების ანალიზი, ასევე, ამ დისკურსების ცვლილებისა და მათი რეცეფციის შესწავლა.
ადგილების პოლიტიკა საბჭოთა/სოციალისტურ და პოსტსაბჭოთა/პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში: საქართველო და პოლონეთი
კვლევა ხორციელდება ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის მიერ. კვლევას ახორციელებენ ვროცლავის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან კედრონი და პროფესორი გიორგი თავაძე (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი). კვლევის მიზანია ადგილების პოლიტიკის თავისებურებების ანალიზი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა საქართველოში და სოციალისტურ/პოსტ-სოციალისტურ პოლონეთში.
საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე: წარმოსახვითი გეოგრაფიები და ინტერკულტურული დიალოგი
კვლევა ხორციელდება ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის მიერ. კვლევას ახორციელებენ პროფესორი გიორგი თავაძე (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) და ასოცირებული პროფესორი თამარ ჩოკორაია (კავკასიის უნივერსიტეტი). კვლევის მიზანია, ინტერდისციპლინურ ჭრილში გამოიკვლიოს წარმოსახვითი გეოგრაფიების შექმნის იდეოლოგიურ-კულტურული ასპექტები, გააანალიზოს დისკურსულ ველში არსებული დომინანტური ნარატივები და მათი ფუნქციონირების მექანიზმები.
გლობალური კაპიტალიზმი და საქართველო: გამოწვევები და პერსპექტივები
კვლევა ხორციელდება ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის მიერ. კვლევას ახორციელებენ ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), პროფესორი გიორგი თავაძე (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), თამთა ლეკიშვილი (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), ვლადიმერ ლიპარტელიანი (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), ლაშა ლურსმანაშვილი (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი). კვლევის მიზანია, შეისწავლოს გლობალური პროცესების ზეგავლენა საქართველოზე ინტერდისციპლინურ ჭრილში (ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური ფილოსოფია).
პოლიტიკისა და სამართლის ფილოსოფია: ორმხრივი დიალოგი
კვლევა ხორციელდება ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის მიერ. კვლევას ახორციელებენ პროფესორი გიორგი თავაძე (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) და ლაშა ლურსმანაშვილი (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი). პროექტის მიზანია ისეთი კომუნიკაციური ველის შექმნა, რომლის ფარგლებშიც სამართალმცოდნეები და ფილოსოფოსები ინტერდისციპლინური დიალოგის წარმართვას შეძლებენ და თავიანთ იდეებსა და მოსაზრებებს ერთმანეთს გაუზიარებენ.
კულტურული დისტანციის გავლენა ქართული ფირმების ინტერნაციონალიზაციის პროცესზე
კვლევა ხორციელდება ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი). კვლევის მიზანია კულტურული დისტანციის გავლენის შესწავლა ქართული ფირმების ინტერნაციონალიზაციის პროცესზე.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მხარდაჭერა სწავლა-სწავლების განვითარების მიმართულებით
- კვლევას ახორციელებს საქართველოში არსებული სამი ინსტიტუცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი. კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ გიფსი, კვლევაში ჩართული პერსონალი: დავით ჩერქეზშვილი, კახაბერ ლაზარაშვილი, გიორგი შარვაშიძე, ირმა გრძელიძე. კვლევის მიზანია: ხელი შეუწყოთ ინსტიტუციებს არსებული გამოწვევების დაძლევაში, როგორც სტუდენტებისთვის ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფას, ასევე, covid19-ით გამოწვეული პრობლემების პირობებში.
საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის კვლევა საქართველოში
კვლევა ხორციელდება სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე. კვლევის მიზანია შეისწავლოს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის მდგომარეობა, გაანალიზოს თანამშრომლობის შედეგები, გამოავლინოს და დაასაბუთოს თანამშრომლობის გაღრმავების ეფექტიანი ფორმები და მოდელები.
„სასწავლო პროგრამა LPDD“
პროფესორ ირმა ბარბაქაძის ხელმძღვანელობით და პრობაციის განვითარების ასოციაციის (ციურიხი, შვეიცარია) ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოში ინერგება სასწავლო პროგრამა LPDD რომელიც 3-წლის განმავლობაში განახორციელებს შვეიცარიაში ადაპტირებულ პროგრამას საგზაო შემთხვევებში სიკვდილიანობის შემცირების მიზნით კვლევა და სასწავლო ტრენინგების განხორციელებას ალკოჰოლით მოსიარულე მძღოლებისათვის. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი.
თანამედროვე ქართული პოეზია ინტერნაციონალური პოეზიის კვალდაკვალ
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. კვლევას ახორციელებს ასოცირებული პროფესორი ინგა ჟღენტი.
ოთარ ჯირკვალიშვილის ,,ბეკეტი“- აბსურდის გაუცხოებული ,,მე“-დან საზრისის მაძიებელ ,,მე“-ს კონცეფციაში დაბრუნების
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. კვლევას ახორციელებს ასოცირებული პროფესორი ინგა ჟღენტი.
Edward Albee In Georgia- Reception, Translations, Theatre Performances“
აღნიშნულ ნაშრომზე მუშაობს ასოცირებული პროფესორი ინგა ჟღენტი. ნაშრომი გამოქვეყნდება აშშ-ში, ედუარდ ოლბის საზოგადოების გამომცემლობის მიერ.
„საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობა და მათი სრულყოფის საკითხები“
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს პროფესორი შალვა მაჭავარიანი. კვლევის მიზანია საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების ეფექტიანობის შესწავლა.
„ინოვაციური პოტენციალის ამაღლების უმთავრესი პირობები’’
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს პროფესორი შალვა მაჭავარიანი. კვლევის მიზანია ინოვაციურ პროცესებზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა საქართველოში.
ღვინის ტურისტების სეგმენტაცია
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასოცირებული პროფესორი ფატიმა მამარდაშვილი. კვლევის მიზანია აშშ-ის ბაზრის ღვინის ტურისტების სეგმენტაცია.
საერთაშორისო შრომის სამართალი
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. კვლევის მიზანია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შრომის სამართლის ანალიზი.
,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაარსებული დროებითი საერთაშორისო ტრიბუნალების გავლენა საერთაშორისო სისხლის სამართალზე გენოციდის მაგალითზე“
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასისტენტ პროფესორი ბაქარ მაცაბერიძე.
,,გენოციდის დანაშაული ქართულ სამართლებრივ სივრცეში“
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასისტენტ პროფესორი ბაქარ მაცაბერიძე.
გენოციდი თუ ეთნიკური წმენდა
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასისტენტ პროფესორი ბაქარ მაცაბერიძე.
არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აქტუალურ საკითხებს
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასოცირებული პროფესორი ირინე ბოხაშვილი. კვლევის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისი ნორმების ანალიზი, კრიტიკული შეფასება
მძიმე მეტალებით ეკოსისტემის დაბინძურებასთან დაკავშირებული მოსახლეობის ინტოქსიკაციის და ონკოლოგიური დაავადებების რისკების შეფასება
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს მკვლევართა ჯგუფი (ელენე ზურაბიშვილი (ექიმი მკვლევარი), ვახტანგ თებიძე (ექიმი მკვლევარი), პროფესორ ნიკატა გაური (სტუდენტი), ჰუსამ უდ დიშ შარიფ (სტუდენტი) პროფესორ თამარ ვარაზის ხელმძღვანელობით.
ურთიერთობათა განვითარება და სექსუალური ჯანმრთელობის განათლება: ჯანმრთელი უნივერსიტეტების პოტენციალის შესწავლა საქართველოს უნივერსიტეტების ბაზაზე
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მკვლევართა ჯგუფი: ასოცირებული-პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი (ხელმძღვანელი), ნატო ალავიძე, ქეთევან აფთარაშვილი. კვლევის მიზანია ახალი ცოდნის მიღება აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსების მოსაზრებების შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს RSE პროგრამის პოტენციური განვითარება საქართველოში უნივერსიტეტებში.
მომავლის საბაზო კომპეტენციების მოდელები
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს მკვლევართა ჯგუფი სტუდენტების ჩათვლით პროფესორ ლილი ბიბილაშვილის ხელმძღვანელობით. კვლევის მიზანია მომავლის პროფესიებისთვის საჭირო კომპეტენციებით გამოწვეული ცვლილებების შესაბამისი პროცესების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება უმაღლესი სასწავლებლებისთვის.
მდინარე ისტორიულ ქალაქში, როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი. ახალი რეალიები
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს მკვლევართა ჯგუფი პროფესორ გია გიორგაძის ხელმძღვანელობით. კვლევის მიზანია მდინარე მტკვრის სივრცის შესწავლა თბილისის ისტორიული განაშენიანების ფარგლებში ხელსაყრელი არეალების გამოვლენით საქალაქო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
ტრენინგ ინდუსტრიის კვლევა
COVID 19-ით გამოწვეული შფოთვის განწყობა, მისი ფსიქოსომატური სტრუქტურა და შეცვლა
კვლევა ხორციელდება ფსიქოლოგიის და ნეირო მეცნიერების კვლევითი ცენტრის მიერ კვლევის მიზანია ობიექტური, ანუ ფსიქოსომატური რეაქციის გაზომვით ადამიანის ინტროსპექციული მონაცემის გადამოწმება. კვლევა ტარდება პოლიგრაფის აპარატის გამოყენებით.
შავი ზღვის აუზში მიმდინარე მოვლენების კვლევა
კვლევა ხორციელდება საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ. კვლევის მიზანია შავი ზღვის აუზში არსებული სიტუაციის ანალიზი და მომავლის სცენარების პროგნოზირება.
მიგრაციის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე
კოვიდ-19 გავლენა შრომით მიგრაციაზე
კვლევა ხორციელდება მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის მიერ. კვლევის მიზანია სამუშაოს ძალის საერთაშორისო გადაადგილების შესწავლა გლობალური პანდემიის პირობებში.
ვიზალიბერალიზაცია და მიგრაციის მართვა
კვლევა ხორციელდება მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის მიერ. კვლევის მიზანია ვიზალიბერალიზაციის გავლენის შესწავლა მიგრაციის პროცესებზე.
მიგრაციით გამოწვეული ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენა საზოგადოებაზე;
კვლევა ხორციელდება მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის მიერ. კვლევის მიზანია ფსიქოლოგიური ფაქტორების დადგენა რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე გამოწვეული მიგრაციით
ქართული დიასპორის ინტელექტუალური და ეკონომიკური პოტენციალი;
კვლევა ხორციელდება მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის მიერ. კვლევის მიზანია ქართული დიასპორის ინტელექტუალური და ეკონომიკური პოტენციალის შეფასება და ისი გავლენის შესწავლა ქვეყნის ეკონომიკაზე.
ნეიროდეგენერაციული დაავადებები (ალცჰეიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება,აუტიზმი);
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს პროფესორი პავლე ჭელიძე.
ახალი ბიოთავსებადი და ბიოდეგრადირებადი ბიოპოლიმერების, როგორც პოტენციური საყრდენების ტესტირება (სინთეზირებული პროფ.ქაცარავას მიერ)
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს პროფესორი პავლე ჭელიძე.
rRNA-ის დამუშავებისა და პრერიბოსომული აწყობის საიტები (ბირთვი) სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედების პასუხად
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს პროფესორი პავლე ჭელიძე.
რადიოლოგიური და კლინიკური ნიშნების და დაავადების სტადიების კორელაცია კოვიდ პაციენტებში
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასოცირებული პროფესორი ლიზა გოდერძიშვილი.
პროფესიულ კომპეტენციებზე დამყარებული სწავლება დიპლომამდელი და პოსტდიპლომური განათლების სტადიებზე
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასოცირებული პროფესორი ლიზა გოდერძიშვილი.
ფსიქიკური ჯანმრთელობა, შფოთვითი და დეპრესიული აშლილობები, კვებითი აშლილობები ახალგაზრდებში;
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასოცირებული ასოცირებული პროფესორი ნანა ზავრადაშვილი.
პარკინსონის დაავადების გენეტიკური არქიტექტურა;
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასისტენტ-პროფესორი სოფიო სოფრომაძე.
პირველადი იმუდეფიტი ბავშვებში;
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასისტენტ-პროფესორი თეონა ირემაძე;
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების სოციუმთან ადაპტაციის შესაძლებლობები;
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასისტენტ-პროფესორი მარიამ ჩოკაშვილი.
კლაინფელტერის სინდრომი, მკურნალობის სტანდარტები ჰიპოგონადიზმის მქონე მამაკაცებში
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასისტენტ-პროფესორი ელენე ზურაბიშვილი.
r-გენების ლოკალიზაციის 3D სტრუქტურა, დინამიური მოდელირება და ტრანსკიფცია;
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს პროფესორი პავლე ჭელიძე.
ლიპიდური ცვლის როლი კარდიოვასკულური დაავადებების განვითარებაში;
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასოცირებული პროფესორი ქეთევან კაპანაძე;
ძუძუს კიბო და თავ-კისრის გავრცელებული სიმსივნეები; სიმსივნეთა ოჯახური ისტორია და რისკები, ონკოგენეტიკა;
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს ასოცირებული პროფესორი გიორგი ძაგნიძე;
საქართველოს სალიზინგო ბაზრის ანალიზი, ტენდენციების და მთავარი ფაქტორების განსაზღვრა
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს პროფესორი ავთანდილ გაგნიძე
საქართველოში ინოვაციური პროდუქტების მენეჯმენტის და მარკეტინგის საკითხების ანალიზი
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს პროფესორი ავთანდილ გაგნიძე
საბანკო კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე. კვლევას ახორციელებს პროფესორი ავთანდილ გაგნიძე
მწვანე ტექნოლოგიების როლი ბიზნესის წარმატებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში (ქართულად)
კვლევა ხორციელდება ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე, ასისტენტ-პროფესორის – თინათინ როდონაის მიერ;
სამეცნიერო ნაშრომის მიზანია მეცნიერებასა და ბიზნესს შორის ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის მოდელის აგება, მწვანე ტექნოლოგიების უპირატესობების ახსნა, თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათ გადაჭრაში მწვანე ტექნოლოგიების როლის წარმოჩენა.
სამეცნიერო ნაშრომში შემოთავაზებულია მოდელი მეცნიერებასა და ბიზნესს, მეცნიერსა და მეწარმეს შორის ურთიერთობების ეფექტიანი მართვის კუთხით. აღნიშნული მოდელის საშუალებით შესაძლებელია მთელი სისტემის, მეცნიერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის არსებული პრობლემების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების, მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების შესახებ მიმდინარე ინფორმაციის სრულად და რაც მთავარია დროულად მიღება.
აღნიშნული სახის მოდელირება გაამარტივებს ბიზნეს სექტორის რეალურ პროცესებში ეკონომიკური ეფექტიანობისა და გარემოსდაცვითი კანონზომიერებების, ასევე, ამასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის საჭიროებებსა და სამეცნიერო სფეროს შორის მიზანმიმართული ღონისძიებების ეფექტიანობის გამოკვლევას, შესაძლებელს გახდის მეცნიერებსა და მეწარმეებს შორის შემეცნებას, განხილვას, ანალიზსა და სინთეზს; ბიზნეს სექტორში საჭირო მწვანე ტექნოლოგიების შერჩევას, ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენას, ადგილობრივი შესაძლებლობების შეფასებას და უცხოეთში აპრობირებული ინოვაციების საქართველოში დანერგვის გზების მოძიებას.
ცირკულარული ეკონომიკის კარტირება საქართველოში
კვლევა ხორციელდება ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის მიერ – მიხეილ თოქმაზიშვილი
• მაკროეკონომიკის, ინოვაციური ეკონომიკისა და ბიზნეს მოდელების შემუშავება;
• ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარული მიზნების განსაზღვრა;
• ცირკულარული ეკონომიკის შესაძლებლობების განსაზღვრა საქართველოს ეკონომიკის დარგების მიხედვით;
• ცირკულარული ეკონომიკის კუთხით პრიორიტეტული დარგების განსაზღვრისათვის საჭირო რაოდენობრივი საზომების და ხარისხობრივი კრიტერიუმების დადგენა;
• საქართველოს ეკონომიკაში ცირკულარობის მდგომარეობის (ცირკულარობის დონე), პირობებისა და შესაძლებლობების გაანალიზება;
• პრიორიტეტული დარგებისა და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განსაზღვრა;
• ცირკულარული ეკონომიკის დარგობრივი შესაძლებლობების ანალიზი;
• ზოგადი და კონკრეტული დარგებისთვის სახასიათო ფაქტორების დადგენა, რომლებიც გამოვლენილი შესაძლებლობის რეალიზაციისთვის ხელშემშლელია;
• ეკონომიკური შედეგების (დარგობრივი, რეგიონული, მაკროეკონომიკური შედეგების) ანალიზი დარგების მიხედვით;
• ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკის ვარიანტებისათვის სფეროსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება;
• ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
Enhancing Student Well-being in Higher Education Institutions: Evidence from Georgia and the UK
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბინზესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე, ასოცირებული პროფესორი – ქეთევან აფთარაშვილის მიერ
Digital Transformation of Higher Education in GEORGIA (ERASMUS-EDU-2022-CBHE);
კვლევა კოორდინირებას უწევს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – ქეთევან აფთარაშვილი;
დონორი: ERASMUS
უმაღლესი განათლების ფილოსოფია: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინტერდისციპლიური კვლევითი ცენტრის ბაზაზე
შესავალი პოლიტიკურ ფილოსოფიაში
სახელმძღვანელოს მომზადება მიმდინარეობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინტერდისციპლიური კვლევითი ცენტრის ბაზაზე;
„Ecce homo: როგორ ხდება ადამიანი ის, რაც ის არის“
თარგმნა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის ბაზაზე
საჯარო ადმინისტრირების თეორია და პრაქტიკა
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე, ასოცირებული პროფესორის – სოფო ჩქოფოიას მიერ
Digital Management in Covid 19 Pandemic and Post-pandemic times. International Scientific Practical Conference (ISPC 2021);
კვლევა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე, პროფესორ შალვა მაჭავარიანის მიერ
The Impact of Students' Mental Well-being on Academic Performance: Evidence from Two Private Universities in Georgia
თანაავტორები: ვასილ კიკუტაძე, თამთა ლეკიშვილი, თამარ თხელიძე
უნივერსიტეტის სტუდენტთა კეთილდღეობა მნიშვნელოვანია მათი აკადემიური და პროფესიული წარმატებისთვის. კვლევის მიზანი იყო ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე მოქმედი ფაქტორებისა და მათი გავლენის შესწავლა აკადემიურ მოსწრებაზე სტრუქტურული განტოლების მოდელის გამოყენებით. ორი უნივერსიტეტის 248 სტუდენტზე (75.5% ქალი, 18-40 წლის) ჩატარდა ინსტრუმენტის სანდოობისა და ვალიდობის ემპირიული ანალიზი. ფაქტორული ანალიზისა და შიდა თანმიმდევრულობის შეფასების შედეგად, კითხვარის სანდოობა და ვალიდობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. სტრუქტურული განტოლების მოდელირებამ აჩვენა, რომ მარტოობა უარყოფითად მოქმედებს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და აკადემიურ მოსწრებაზე, ხოლო გამძლეობა – დადებითად. სტრესის მაღალი დონე უარყოფითად აისახება ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და, შესაბამისად, აკადემიურ მოსწრებაზე.
Factors Affecting the Well-being of Academic Staff
თანაავტორი: ვახტანგ ჭარაია
ეს კვლევა მნიშვნელოვნად ავსებს არსებულ ლიტერატურას აკადემიური პერსონალის კეთილდღეობაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლით საქართველოს კონტექსტში. წინა კვლევებისგან განსხვავებით, იგი მოიცავს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტებს, რაც უზრუნველყოფს კეთილდღეობის დონეების უფრო სრულყოფილ ანალიზს.
სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა აკადემიურ პერსონალთან, რომლებიც ასევე ასრულებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს და მოქმედებენ როგორც ექსპერტები ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სფეროში. კვლევამ გამოავლინა პირდაპირი კავშირი კეთილდღეობასა და ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა ანაზღაურება, სამუშაო გარემო, საუნივერსიტეტო პოლიტიკა და მართვის სტილი. ასევე, ხაზი გაესვა სამუშაო დატვირთვის უარყოფით გავლენას აკადემიური პერსონალის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
კვლევა ადასტურებს აკადემიური პერსონალის კეთილდღეობის პრიორიტეტულობას და მოუწოდებს საგანმანათლებლო პოლიტიკის შემქმნელებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრატორებს, მეტი ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს. გამოვლენილი პრობლემების გადაჭრით, უნივერსიტეტებს შეუძლიათ გააუმჯობესონ აკადემიური პერსონალის კეთილდღეობა და, შესაბამისად, მათი პროდუქტიულობა.