აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ERASMUS + პროგრამაში 2015 წლიდან არის ჩართული.
Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობა მოიცავს:
▶ სტუდენტების მობილობას 3-დან 12 თვემდე, სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა);
▶ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას: 5 დღიდან 2 თვემდე.
მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურებადია სწავლისა და მგზავრობის (საქართველო – პროგრამის ქვეყანა – საქართველო) ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 800-900 ევრომდე (ევროპული (პროგრამის) ქვეყნის სიძვირის მიხედვით). ხოლო საქართველოში ჩამომსვლელი სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს 700 ევროს თვეში.
გამოცხადებულ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, სიახლეების კატეგორიაში.
დღესდღეობით უნივერსიტეტი Erasmus + პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს შემდეგ უნივერსიტეტებთან:
ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტი (ავსტრია, ლინცი)
▶ მიმართულება – განათლება
ბუქარესტის ეკონომიკური უნივერსიტეტი (რუმინეთი)
▶ მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
▶ მიმართულება – სამართალი
ნიქოზიის უნივერსიტეტი (კვიპროსი)
▶ მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, მედიცინა, განათლება