პროექტი წარდგენილია მსოფლიო ბანკისა და სსიპ. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტი მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ორიენტირებულია ბიზნესისა და უნივერსიტეტის კვლევითი სექტორის ინტერესების კოლაბორაციაზე, კვლევის შედეგების კომერციალიზაციაზე და მიღებული შედეგების საინფორმაციო ბანკის ჩამოყალიბებაზე.