აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გთავაზობთ ოთხ ინგლისურენოვან პროგრამას:
- მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამა
- ბიზნეს-ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
- ბიზნეს-ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
- ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლის მსურველმა უნდა გამოაგზავნოს საკუთარი დოკუმენტები ფოსტით ან ელექტრონული ფოსტით. განაცხადის მისაღებად განმცხადებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და თან უნდა დაურთოს ყველა საჭირო დოკუმენტი. განაცხადის წარდგენის შემდეგ, განმცხადებელი მიიღებს დამადასტურებელ წერილს მიმღები ოფისისგან.
საჭირო დოკუმენტები:
- განაცხადის ფორმა;
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ყველა გვერდის ასლები;
- საშუალო სკოლის სერთიფიკატი ნიშნების მითითებით (მე-12 კლასი) (საბაკალავრო პროგრამების მსურველთათვის);
- ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი (სამაგისტრო პროგრამის მსურველთათვის);
- ინგლისური ენის სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- NEET გამოცდის შედეგები (ინდოეთის მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის).
შენიშვნა: თუ პროგრამის სასწავლო ენა არ არის თქვენი მშბლიური ენა, თქვენ უნდა შეძლოთ ენის ცოდნის დონის დადასტურება. თუ თქვენ ჩააბარეთ IELTS, TOEFL, Cambridge Certificate ტესტები, ინგლისური ენის ნებისმიერი გამოცდა ან სხვა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტიზებული ტესტი, გთხოვთ, წარადგინოთ იგი განაცხადთან ერთად. თუ თქვენ არ ჩაგიბარებიათ ენის ტესტი, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ჩააბაროთ ენის ტესტი უნივერსიტეტში.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან ნებისმიერი შეკითხვისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:
E-mail: international@eeu.edu.ge