ლალუკა ახალკაციშვილი 2013-2018 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, დაასრულა სამართლის საბაკალავრო პროგრამა.
ლალუკა ახალკაციშვილი სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტსა და ტრენინგში. გავლილი აქვს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია – ELSA ტრენინგები თბილისის საქალაქო სასამართლოში, აგრეთვე ტრენინგები სააპელაციო სასამართლოში, პოლიციის აკადემიაში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (,,ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“), ჰქონდა იმიტირებული პროცესები თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ლალუკა ახალკაციშვილი 2017 წელს მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურში, მენეჯერის პოზიციაზე. 2018-2020 წლებში მუშაობდა სამშენებლო კომპანია ნაის რუმში იურისტად, თუმცა პარალელურად, აქტიურად თანამშრომლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან და ბიზნესისა და ინჟინერიის აქტიურ სტუდენტებს ხელს უწყობდა პრაქტიკა სამშენებლო კომპანია “ნაის რუმში” გაევლოთ. ამჟამად, ლალუკა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის V სამმართველოს საქმის წარმოების სპეციალისტია.