სამართლის ბაკალავრი
სამართლის მაგისტრანტი
თამარი ჩიტორელიძე 2014-2018 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და წარჩინებით დაასრულა სამართლის საბაკალავრო პროგრამა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მოიპოვა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და GINO PARADISE-ის სტიპენდია.
თამარი ჩიტორელიძე სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში და მონაწილეობდა კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებსა და ტრენინგებში. ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა სამართლის სტაჟირების პროგრამა, კერძო სამართლის მიმართულებით.
თამარი ჩიტორელიძე ამჟამად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. პარალელურად, დასაქმებულია “შპს ციტადელში” იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე. დღემდე აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტთან და ჩართულია პროფესიული განვითარების პროგრამებში.