სამართლის მაგისტრი
გოჩა ჩოგაძე 2016-2018 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, სახელმწიფო გრანტით.
გოჩა ჩოგაძე სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში, არის რამდენიმე ათეული პროექტისა და საჯარო სემინარის ორგანიზებატორი, მომზადებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. მაგისტრატურაში სწავლის პერიოდშივე ჩააბარა საადვოკატო გამოცდები და დაიწყო მუშაობა სპეციალობით. მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
გოჩა ჩოგაძე ამჟამად რამდენიმე ფირმის იურისტია, რომელთა საქმიანობებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია: მშენებლობა, წარმოება, მომსახურება და ა.შ., რაც მისი თქმით, სამუშაო პროცესს მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. გარდა ამისა, გოჩა პარალელურად დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობასაც ეწევა.