საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
თინათინ დედაბრიშვილი 2016-2020 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და წარჩინებით, წითელ დიპლომზე დაასრულა იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა.
თინათინ დედაბრიშვილი სწავლის პერიოდში არაერთი სემესტრის განმავლობაში იყო მაღალი აკადემიური რეიტინგის (GPA) მქონე სტუდენტთა რიცხვში და იღებდა შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდიას.
თინათინ დედაბრიშვილი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოწვევით გახლდათ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის განვითარების ჯგუფის წევრი.
თინათინ დედაბრიშვილის მიერ შესრულებულმა საბაკალავრო ნაშრომმა, რომელიც კორეის კრიზისს შეეხებოდა, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ნაშრომის შემფასებელი კომისიისგან.
სწავლის პერიოდში იგი ასევე ჩართული იყო „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ მიერ შექმნილ სტუდენტური პარლამენტის პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავდა ერთწლიან სტაჟირებას საქართველოს პარლამენტში. მას, როგორც სტუდენტური პარლამენტის მესამე მოწვევის წევრს, ამ პროგრამის ფარგლებში, მინიჭებული აქვს საპატიო ბაკალავრის წოდება.