საჯარო მმართველობის მაგისტრი
ნინო გიორბელიძე 2017-2019 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და წარჩინებით დაასრულა საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მაღალი აკადემიური მოსწრებით გახლდათ სტიპენდიანტი.
ნინო გიორბელიძე სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში და მონაწილეობდა სხვადასხვა ტრენინგებში და სასწავლო კურსებში.
პროფესიული და კარიერული განვითარების მიზნით კვლავ განაგრძობს რეგულარულ ტრენინგ-კურსებს სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე.
სწავლის პერიოდიდან მუშაობს მოხელეთა კარიერული განვითარების საკითხებზე. დღემდე აქტიურად აგრძელებს კვლევით საქმიანობას.
ნინოს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს. მას აქვს პედაგოგიური საქმიანობის ათწლიანი გამოცდილება.
ამჟამად, დასაქმებულია სწორედ იმ პროფესიით, რომელზეც სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და მისი აზრით, ვინაიდან საჯარო სერვისები ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, და კიდევ გარკვეული გამოწვევების წინაშეა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება სურს.