სამართლის მაგისტრი
ლევან ჯანგულაშვილი 2018-2020 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და წარმატებით დაასრულა სამართლის სამაგისტრო პროგრამა. სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში და მონაწილეობდა ტრენინგებში.
ლევან ჯანგულაშვილი, როგორც ახალგაზრდა იურისტი EEU -ში სწავლასთან ერთად აქტიური სამოქალაქო ჩართულობით გამოირჩეოდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მან ასევე წარმატებით გაიარა სტაჟირება საქართველოს პარლამენტის აპარატში.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ლევანს წარმატებული პროფესიული კარიერის დაწყებაში დაეხმარა და დღეს ის პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს აპარატის იურისტია.
ლევან ჯანგულაშვილი დღემდე აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტთან და ჩართულია პროფესიული განვითარების პროგრამებში.