ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში
ნინო ლაცოშვილი 2014-2016 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და წარჩინებით დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) სამაგისტრო პროგრამა.
სწავლის პერიოდში პარალელურად სწავლობდა ACCA (The Association of Chartered Certified Accountants) – საერთაშორისო პროგრამაში და დღემდე ირიცხება პროგრამის მესამე საფეხურის სტუდენტად. ასევე გავლილი აქვს საბანკო საქმის ზოგადი კურსი, ბასს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და განახლებების სხვადასხვა ტრენინგები, ვებინარები და სხვადასხვა საკვალიფიკაციო კურსები.
ნინო ლაცოშვილი 2012 წლიდან იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში. ამჟამად, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში იკავებს საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
ასევე, 2019 წლიდან არის საქართველოს საბანკო ასოციაციის გუნდის წევრი და უზრუნველყოფს ასოციაციის ფინანსური და მატერიალური რესურსების აღრიცხვას და მონიტორინგს.
2020 წლიდან არის სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითრების ცენტრის” უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი.