სამართლის მაგისტრი
ეკატერინე ლოხიშვილი 2015-2017 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. სამაგისტრო თემის ფარგლებში დაამუშავა საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები 2003 წლიდან 2016 წლის ჩათვლით და დაიცვა თემა „მორალურის ზიანის შეფასება ქართული სამართლის მიხედვით“ კურსზე საუკეთესო შეფასებით.
სამაგისტრო პრაქტიკული კომპონენტის უნივერსიტეტში გავლის შემდეგ 2016 წლიდან დასაქმდა განათლების დეპარტამენტში სასწავლო პროცესის ადმინისტრირებისა და სტუდენტური სერვისების განყოფილების სპეციალისტად, ხოლო 2020 წლიდან საქმიანობას აგრძელებს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე.
ეკატერინე ლოხიშვილი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის კურსებსა და ტრენინგებში.