განათლების მეცნიერებების მაგისტრი
ლელა პაპაშვილი 2017-2019 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და წარჩინებით დაასრულა განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა.
ლელა პაპაშვილი სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში და მონაწილეობდა კონფერენციებში, ტრენინგებში.
სწავლის პერიოდში, გავლილი აქვს სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა, ქალაქ კასპის №1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში.
სწავლის დასრულებიდან დღემდე მუშაობს ქალაქ კასპის „შპს ბესიკ ნიპარიშვილის“ მ/პ კერძო სკოლა – გიმნაზიაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად. ასწავლის: ქართულ ენას, მათემატიკას, ბუნებისმეტყველებასა და მე და საზოგადოებას.