სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
ქეთევან ჭკადუა 2013-2016 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და წარჩინებით დაასრულა სამართლის საბაკალავრო პროგრამა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შედიოდა იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაღალრეიტინგულ კურსდამთავრებულთა 30%-ში
ქეთევან ჭკადუამ 2014 წელს EEU-ს ხელშეწყობით გაიარა ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში სტაჟირება და ამავე წელს დაეფლა ადვოკატის ასისტენტის პოზიციას. 2015-2016 წლებში მუშაობდა „ლიბერთი ბანკის“ იურიდიულ განყოფილებაში სპეციალისტად.
ქეთევან ჭკადუა სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში და მონაწილეობდა კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ დებატებში. 2017-2021 წლებში გერმანიის ქალაქ მიუნხენში გადიოდა გერმანული ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს და თანამშრომლობდა წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან მოხალისის რანგში. ამჟამად, განაგრძობს გერმანიის ქალაქ კონსტანცში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლებას და სამართლის დარგში მოღვაწეობას.