განათლების მეცნიერებების მაგისტრი
ნინო ვასაძე 2016-2018 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და წარჩინებით დაასრულა განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. პროგრამის დასრულების შემდეგ მალევე დასაქმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“ ექსპერტად.
ნინო ვასაძე ამავდროულად ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთას საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგია. 2018 წელს გახდა წამყვანი პედაგოგი ქართულ და გერმანულ ენებში.
სწავლის პერიოდში ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, დაასრულა ლიდერობის აკადემიის სრული კურსი. ნინო ვასაძე დღემდე აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტთან და ჩართულია პროფესიული განვითარების პროგრამებში.