სამართლის ბაკალავრი
მარიამ ვაშაყმაძე 2013-2018 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და წარჩინებით დაასრულა სამართლის საბაკალავრო პროგრამა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შევიდა სტუდენტთა საუკეთესო ხუთეულში და მოიპოვა შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდია. ის ასევე იყო ფონდ „იავნანას“ სტუდენტთა საუკეთესო ათეულის წევრი და სტიპენდიანტი.
მარიამ ვაშაყმაძე სწავლის პერიოდში აქტიური სტუდენტი იყო და პროფესიული განვითარების მიზნით მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონფერენციებსა და ტრენინგებში. მათ შორისაა, გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობა „ტრეფიკინგი“, „ევროკავშირის სამართლის ფუნდამენტური საკითხები“, „ტრანზიციული ქვეყნები და სამართალი“ და ა.შ. მონაწილეობა აქვს მიღებული 16 იმიტირებულ სასამართლო პროცესში, მენტორობდა 20-მდე სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ იმიტირებულ სასამართლო პროცესს. უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას იღებდა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებში. მარიამი დღემდე აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციისა და სამოქალაქო კომპეტენციის განვითარებაში.
სწავლის პერიოდში წარმატებით ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას, რასაც დღემდე აქტიურად აგრძელებს. ის მუშაობდა “შემეცნებითი აკადემიის” იურისტად და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. მუშაობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ /ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის AML სპეციალისტად, არის სამართლის ტრენერი და ა.შ. ის თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირთან.