სამართლის მაგისტრი
ქეთევან ომიაძე 2018-2020 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და წარჩინებით დაასრულა კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში და მონაწილეობდა კონფერენციებში, ტრენინგებში, ზამთრის სკოლებში.
ქეთევან ომიაძემ EEU-ს ხელშეწყობით, გაიარა საუნივერსიტეტო კლინიკა უცხოელების მიერ დაფუძნებულ დეველოპერულ კომპანიაში, სადაც დასაქმდა და დღემდე წარმატებით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას;
ქეთევან ომიაძე, სწავლის პერიოდიდან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო კერძო სამართალში ნორმათა კოლიზიური საკითხების კვლევასა და პრობლემის გადაჭრის გზების განსაზღვრაში, რაც განპირობებული გახლავთ მისი სამაგისტრო ნაშრომის თემით, რომელიც დაიცვა EEU-ს ერთ-ერთი წამყვანი პროფესორის ხელმძღვანელობით;
სწავლის პერიოდში, ასევე გავლილი აქვს სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ქეთევან ომიაძე დღემდე აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტთან და ჩართულია პროფესიული განვითარების პროგრამებში.