ლონდონის უნივერსიტეტსა (UCL) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში დაიწყო ერთობლივი პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სადოქტორო საფეხურზე სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელებისა და აკადემიური პერსონალის გადამზადებას სწავლა-სწავლების, თანამედროვე პროფესიული დოქტორანტურის პროგრამების სტრუქტურისა და განხორციელების მიმართულებებს.
პროექტის განხორციელებას ორგანიზებას უწევენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სადოქტორო კვლევების განვითრების ცენტრი და ლონდონის უნივერსიტეტის (UCL) განათლების ინსტიტუტი. პროექტი ხორციელდება ლონდონის უნივერსიტეტის (UCL) დაფინანსებით, რომელიც დასრულდება 15 ივნისს.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ადასტურებენ გააგრძელონ თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) დოქტორანტურისა და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის მიმართულებით.
ლონდონის უნივერსიტეტი (UCL) მსოფლიო რეიტინგში შედის საუკეთესო უნივერსიტეტების ხუთეულში და ბოლო წლებია ევროპის უნივერსიტეტების რეიტინგში კვლევების მიმართულებით პირველ ადგილს იკავებს.