იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2022 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტები უნდა წარადგინონ საქართველოში იაპონიის საელჩოში 2021 წლის 25 ივნისამდე (პარ.).
პროგრამისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს:
https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/11_000001_00167.html
კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას:
ტელ: +995-32-2752111
ელ-ფოსტა: culture@tb.mofa.go.jp