26 მარტს, 18:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისთვის გაიმართება ონლაინ–ვორქშოპი: ,,მეგობრობა აკადემიურ წრეებში“.
ონლაინ-ვორქშოპის მიზანია შეხვედრის მონაწილეებისთვის აკადემიური ცხოვრების შესახებ არსებული პერსპექტივის განვრცობა.
ვორქშოპის თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- აკადემიურ წრეებში მეგობრობის ფენომენი;
- მეგობრობის შესახებ განსხვავებული ეთიკური მიდგომები;
- მეცნიერთა შორის მეგობრობის ცნობილი მაგალითები.
მოდერატორი: კახაბერ ლაზარაშვილი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე (EEU). დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეფო ასოციაციის წევრი FRSPH (UK), უმაღლესი განათლების აკადემიის (დიდი ბრიტანეთი) და ჯანდაცვის უნივერსიტეტების ბრიტანული ასოციაციის მეცნიერ-თანამშრომელი, გრინვიჩის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, UCL- Institute of Education-ის მეცნიერ – თანამშრომელი, სსიპ-ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. Arden University, London- უფროსი ლექტორი (ჯანდაცვის მანეჯმენტი) და ხარისხის მართვის მოდულის ლიდერი, West London College of Business and Management Sciences-ის პროგრამის მენეჯერი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი აკადემიის საპატიო წევრი Fellow of HEA.
მომხსენებელი: პოლ გიბსი – მიდელსექსის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, EEU სადოქტორო განათლების განვითარების ცენტრის დირექტორი. სიდნეის უნივერსიტეტის (UTS ) და კემბრიჯის უნივერსიტეტის (UK) მოწვეული პროფესორი, კვლევითი ინსტიტუტის ATLAS R&B-ის (TEXAS, USA) და New College Oxford-ის უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, პედაგოგი და მკვლევარი.
ონლაინ–ვორქშოპის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები.
სამუშაო ენა: ინგლისური
ონლაინ–ვორქშოპის განხორციელების განრიგი: 26.03.2021, 18:00 საათი
ონლაინ–ვორქშოპის ხანგრძლივობა: 1 საათი
ფორმატი: ვორქშოპი ჩატარდება დისტანციურად MS TEAMS-ში
ვორქშოპის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია.
ონლაინ–ვორქშოპზე დასწრების ბმული: