ცენტრი ახორციელებს კვლევებს შემდეგი მიმართულებებით:
- უმაღლესი განათლების ფილოსოფია
- უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია
- სადოქტორო განათლება
- განათლების პოლიტიკა
- განათლების ეკონომიკა
უმაღლესი განათლების კვლევების ფარგლებში ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა (ადგილობრივ და საერთაშორისო) საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციებთან, მათ შორის აღსანიშნავია თანამშრომლობა უმაღლესი განათლების მომავლის კვლევის ცენტრსა (აარჰუსის უნივერსიტეტი, დანია / Center for Higher Education Futures, CHEF) და უმაღლესი განათლების ფილოსოფიისა და თეორიის კვლევის საზოგადოებასთან (Philosophy and Theory of Higher Education Society, PaTHES).
ცენტრის ბაზაზე, ასევე, ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სემინარი უმაღლესი განათლების შესახებ. სემინარის მიზანია ისეთი სივრცის შექმნა, რომლის ფარგლებშიც განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლები შეძლებენ, ერთმანეთს გაუზიარონ უმაღლესი განათლების შესახებ საკუთარი პერსპექტივები და ხედვები. ის, ასევე, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ქართულ სივრცეში ინოვაციური იდეების, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკისა და მიდგომების გავრცელებას. მუდმივმოქმედი სემინარის ხელმძღვანელია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ გიბსი.