flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

12.04.2021 – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“

(კონფერენცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს)
9-10 დეკემბერი, 2021

ორგანიზატორი: ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)

ფორმატი: კონფერენცია ჩატარდება ონლაინ-რეჟიმში, Zoom-ის გამოყენებით.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

თემატიკის აღწერა: საქართველო პოსტკოლონიური ქვეყანაა: 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიამ დაიპყრო, ცოტა ხანში იგივე ბედი გაიზიარა იმერეთის სამეფომაც. შემდგომი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის იმპერიამ თავის მმართველობას მთელი საქართველო დაუმორჩილა. იმპერიალისტური დისკურსი საქართველოს ანექსიას რუსეთის მიერ კეთილისმყოფელ მოვლენად წარმოაჩენდა და აშკარად მტრულად იყო განწყობილი იმ ძალების მიმართ, რომლებიც ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას ცდილობდნენ. 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა და 1921 წელს ქვეყანა კვლავ იმპერიალისტური (ამჯერად – ბოლშევიკური) რუსეთის მსხვერპლი გახდა. თითქმის შვიდი ათეული წლის განმავლობაში საქართველო ახალი, საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო და საბჭოთა კავშირში მომხდარი ცვლილებები („ნეპი“, სტალინის დიქტატურა, „დათბობა“, საჯაროობა) უშუალო გავლენას ახდენდა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაზე.

1991 წელს საქართველომ აღადგინა საკუთარი დამოუკიდებლობა. თუმცა, პოსტსაბჭოთა პერიოდი ნამდვილად არ აღმოჩნდა ადვილი. სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება და ღია ომი ყოფილ მეტროპოლიასთან 2008 წელს, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და გამწვავებული შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც დღემდე გრძელდება, პოსტსაბჭოთა პერიოდის არასასურველი მემკვიდრეობაა. თუმცა, ამასთან ერთად, მკაფიოდ იქნა გამოხატული ქვეყნის ევროპული ორიენტაცია; დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო თანდათან ჩაერთო გლობალურ ეკონომიკურ, კულტურულ, ციფრულ, პოლიტიკურ და ა.შ. ნაკადებში. დაიწყო კოლონიური და საბჭოთა წარსულის რეინტერპრეტაციის დინამიკური პროცესი.

ამ ფონზე ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რაში გამოიხატება საქართველოს პოსტკოლონიური მემკვიდრეობა? კულტურის რომელ სფეროებზე შეგვიძლია ვისაუბროთ პოსტკოლონიურ ჭრილში? როგორ აღვიქვამთ დღეს მეფის რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას და საბჭოთა მმართველობის პერიოდს? შეგვიძლია თუ არა თანამედროვე პოსტკოლონიური კვლევების მოდელებითა და მიდგომებით ჩვენი წარსული თუ ახლანდელი გამოცდილების ახსნა? რა ტენდენციები შეიძლება გამოვყოთ კოლონიური/საბჭოთა მემკვიდრეობის რეინტერპრეტაციის პროცესებში? როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი განვითარება: კოლონიური/საბჭოთა მემკვიდრეობის რეინტერპრეტაციის, მისი უარყოფის, თუ მიღების გზით?

ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავს ისეთი ვირტუალური პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც პოსტკოლონიური თემატიკით დაინტერესებული მკვლევრები საკუთარი პოზიციების გამოხატვას, იდეებისა და მიგნებების ურთიერთგაცვლასა და პროდუქტიული დისკუსიების წარმართვას შეძლებენ. კონფერენციის მიზანია, ასევე, ხელი შეუწყოს დიალოგს განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის. შესაბამისად, კონფერენციაზე, შესაძლოა, წარმოდგენილი იქნეს მოხსენებები, რომლებიც განსხვავებული დარგების – ფილოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურის კვლევების, არქიტექტურის, მუსიკის, კინომცოდნეობის და ა.შ. – ჭრილში აანალიზებენ პოსტკოლონიურ პრობლემატიკას. კონფერენციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენელთა შორის აზრების გაცვლა ხელს შეუწყობს პოსტკოლონიური კვლევების განვითარებას საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი მოხსენების აბსტრაქტები შემდეგ მისამართზე: interdisciplinary@eeu.edu.ge

ყურადღება! გთხოვთ, არეში „თემა“ (Subject) მიუთითოთ მომხსენებლის სახელი და გვარი.

აბსტრაქტს აუცილებლად თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია:

მომხსენებლის სახელი და გვარი

მომხსენებლის აკადემიური სტატუსი და სამეცნიერო ხარისხი

უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის/კვლევითი ცენტრის დასახელება

პირადი ვებ-გვერდის მისამართი (ინსტიტუციის ვებ-გვერდზე)

საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა და ტელეფონი

მოხსენების სათაური

მოხსენების აბსტრაქტი უნდა გამოიგზავნოს pdf ფორმატში ქართულ, ინგლისურ, ან რუსულ ენებზე (ფონტი – sylfaen, შრიფტის ზომა – 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი – 1,15). სიტყვების რაოდენობა: 300-500.

ყურადღება! კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის სახით.

მოხსენებების აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 10 ოქტომბერი.

ინფორმაციას მიღებული აბსტრაქტების შესახებ კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველები მიიღებენ 2021 წლის 25 ოქტომბრამდე.

დეტალური პროგრამა კონფერენციის მონაწილეებს 1 თვით ადრე გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები 2022 წელს გამოქვეყნდება სამეცნიერო სერიაში „ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევები“, ტ. 1, თბილისი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

 

საკონტაქტო პირი: პროფ. გიორგი თავაძე (ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი): g.tavadze@eeu.edu.ge

 

საორგანიზაციო კომიტეტი

პროფ. გიორგი თავაძე (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)

ასოც. პროფ. თამარ ჩოკორაია (კავკასიის უნივერსიტეტი)

ასისტ. პროფ. ირაკლი ჩხაიძე (ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

პროფ. სტეფან კედრონი (ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლონეთი)

დოქტ. თამარ კოპლატაძე (ქუინ მერის უნივერსიტეტი, ლონდონი)

პროფ. ევა გჟეუნდა (ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლონეთი)

 

  • ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი
  • ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ
  • სიახლეები
  • მკვლევრები
  • კვლევა
    • ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევები
    • განათლების ინტერდისციპლინური კვლევები
    • პოლიტიკისა და სამართლის ფილოსოფია
    • პუბლიკაციები
  • ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ლექციები
  • InterDigital
  • კონტაქტი
პროფესორ დიმიტრი შველიძის საჯარო ლექცია: „ვინ იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი“
R&B ტრანსდისციპლინარული კვლევების ინსტიტუტის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University