გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ევროკავშირის პროექტის – „EU4 Environment“-ის ფარგლებში, ყველა მსურველს, სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსს.
საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებულია მწვანე ეკონომიკის 5 ქართულენოვანი მოდული, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის – სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, კერძო სექტორისთვის, ასევე, გარემოსდაცვითი მმართველების, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგების, მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის.
ელექტრონული კურსი მოიცავს:
- ინტერაქტიულ გაკვეთილებს;
- ქვიზებს;
- კითხვარებს.
კურსის ფარგლებში ყველა ეტაპის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.
მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი არის უფასო.
მწვანე ეკონომიკის ონლაინ კურსის სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა ხუთივე მოდულის გავლა და მასთან დაკავშირებული ქვიზების წარმატებით ჩაბარება
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია მეგი შუბალიძე – გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის სპეციალისტი და პროექტის კოორდინატორი (მობ.: 577 103 330; ელ-ფოსტა: Megi.Shubalidze@eiec.gov.ge)
თანდართული ბროშურა იხილეთ ბმულზე – https://bit.ly/3xefnsu
კურსზე რეგისტრაციისათვის იხილეთ ბმული – https://bit.ly/3iwodOw
ელექტრონული კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეიძლიათ, იხილოთ ბმულზე – https://bit.ly/3pBioAM