პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო (NAWA) აცხადებს Banach NAWA სასტიპენდიო პროგრამას განვითარებადი ქვეყნების სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება პოლონეთში.
პროგრამა არის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივა, „პოლონური განვითარების დახმარების“ ფარგლებში.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს განვითარებადი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას მათი მოქალაქეების ცოდნისა და განათლების დონის ამაღლებით პოლონეთის უნივერსიტეტებში. პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა სტიპენდია სრული სამაგისტრო კურსის გასავლელად პოლონეთის უნივერსიტეტებში, პოლონურ ან ინგლისურ ენაზე.
აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 21 ივნისი, 15:00 (ვარშავის დროით).
პროგრამის, სააპლიკაციო პროცედურებისა და მოთხოვნილი კრიტერიუმების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://nawa.gov.pl/en/students/foreign-students/the-banach-scholarship-programme
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს (სამუშაო საათები 09:00-16:00):
ელ.ფოსტა: banach@nawa.gov.pl
ტელეფონი: 22 390 35 21, 22 390 35 78