flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2021

მიმდინარე წლის 7-8 ივლისს, ქალაქ ბათუმში გაიმართა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს 30-ზე მეტი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები. კონფერენციის ძირითადი თემატიკა იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობა და უნივერსიტეტების ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანება.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU) რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.  კონფერენციაზე გაიმართა  დისკუსია, მონაწილეებს სიტყვით მიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა, რომელმაც განიხილა საკითხები უნივერსიტეტების ინსტიტუციური ავტონომიურობის, საქართველოს კანონმდებლობაში  აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიურობის და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ. ამასთან ერთად, EEU-ს რექტორმა, დააანონსა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ,,უნივერსიტეტების დანიშნულება და ინსტიტუციონალური ავტონომია: გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე“, რომელიც EEU-სა და TSU-ს ორგანიზებით ჩატარდება 2021 წლის 29-30 ოქტომბერს, სადაც მთავარ მომხსენებლებად (KeyNote Speakers)  მოწვეულნი არიან ემერიტუსი პროფესორი რონალდ ბარნეტი  (UCL, London) და პროფესორი პიტერ მაასენი (University of Oslo); დავით ჩერქეზიშვილმა მუდმივმოქმედი კონფერენციის მონაწილეებს გააცნო დაანონსებული კონფერენციის  მიზნები, მნიშვნელობა, კონფერენციაში მონაწილეობის პირობები და ახლად შექმნილი კონფერენციის ვებგვერდი (https://conference.edu.ge/);

მუდმივმოქმედი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს თამარ მახარაშვილმა (სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი), მერაბ ხალვაშმა (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი); წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები  Erasmus+ მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტების შესახებ: „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ და ,,ინსტიტუციური განვითარების პროექტები HERD”;  აღნიშნული პრეზენტაციები წარმოადგინეს ნინო ოკრიბელაშვილმა (რექტორის მოადგილე, თსუ) და (ირმა გრძელიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, თსუ);  დისკუსიაში  მონაწილეობა მიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა, სადაც ასევე განხილულ იქნა საკითხები უნივერსიტეტის თავისუფლებისა და აკადემიური თავისუფლების შესახებ, უნივერსიტეტების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და უნივერსიტეტთაშორისი კომუნიკაციის უზრუნველყოფის შესახებ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ა.შ.

აღსანიშნავია, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. კონფერენცია იზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები მსჯელობენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე,  განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და აჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.

რექტორთა მსგავსი გაერთიანება მრავალ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.

აიცერი – ვაქცინა გვიცავს!
სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University