2021 წლის 7 ივნისს სამეცნიერო კვლევითი პროექტის „გლობალიზაცია და საქართველო“ ფარგლებში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის მკვლევრები: პროფ. გიორგი თავაძე, ასოც. პროფ. დავით სიხარულიძე, ასოც. პროფ. ვასილ კიკუტაძე, ასისტ. პროფ თამთა ლეკიშვილი, ლაშა ლურსმანაშვილი და ვლადიმერ ლიპარტელიანი. შეხვედრის ფარგლებში ვლადიმერ ლიპარტელიანმა ისაუბრა საკუთარი სადოქტორო თემის შესახებ „რუსეთისა და დასავლეთის რბილი ძალა საქართველოში“.