ჩეხეთის მთავრობა საგარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში, უცხოელ სტუდენტებს განვითარებადი ქვეყნებიდან სთავაზობს საგრანტო სტიპენდიას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ განათლება მიიღონ ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სტიპენდიის მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის ამაღლებას და განათლების პოპულარიზაციას უცხოელ სტუდენტებში. სტიპენდია განკუთვნილია სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებისთვის. შესაბამისად, სამთავრობო სტიპენდიები გადაეცემათ ბაკალავრის ან მაგისტრის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩაირიცხებიან ჩეხურ ან ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამებზე.
სამთავრობო სტიპენდიები ფარავს სწავლის სტანდარტული ხანგრძლივობას.
სტიპენდიის მიღების მსურველმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრისა.
სწავლის შერჩეული სფეროების, განაცხადის პროცედურებისა და სტიპენდიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს:
https://www.msmt.cz/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries