2021 წლის 7 სექტემბერს სამეცნიერო კვლევითი პროექტის „გლობალიზაცია და საქართველო“ ფარგლებში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის მკვლევრები: პროფ. გიორგი თავაძე, ასოც. პროფ. დავით სიხარულიძე, ასოც. პროფ. ვასილ კიკუტაძე, ასისტ. პროფ თამთა ლეკიშვილი და ვლადიმერ ლიპარტელიანი. შეხვედრის ფარგლებში პროფ. გიორგი თავაძემ წაიკითხა მოხსენება გლობალური დემოკრატიის შესახებ. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.