მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის იმ კანდიდატთა სია, ვინც წარმატებით გადალახა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები. EEU-ში ჩარიცხვის მსურველმა ხელშეკრულების გასაფორმებლად 24 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
მისამართი: შატილის ქ. 4 (გურამიშვილი გამზირი), ოთახი 19, უნივერსიტეტში პირისპირ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ 14:00 საათიდან 19:00 საათამდე
ტელეფონი: 032 2 48 01 41
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ხელშეკრულების დისტანციურად გაფორმება, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: maregistration@eeu.edu.ge
შენიშვნა: შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხებიან კანდიდატები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ პროგრამის მოდულის შესაბამისი მასწავლებლის საგნის (ქართული ან ინგლისური) გამოცდა და გაიარეს შიდა საუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდა და დააგროვეს მინიმუმ 51 სკალირებული ქულა