სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოცხადდა სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი ღია კონკურსი.
სტაჟირების აღნიშნული პროგრამა ყველა დაინტერესებული პირისათვის არის შესაძლებლობა პროფესიონალ გამომძიებელთა გუნდთან ერთად მიიღოს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებლის ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლის/პროკურატურის/ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის მიმართულებით.
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შერჩეული 5 საუკეთესო სტაჟიორ-გამომძიებელი 1 წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გაივლის.
სტაჟიორ-გამომძიებლის ანაზღაურება ყოველთვიურად (დარიცხული) 1000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე კონკურსის ფარგლებში პირველად ასევე შეირჩევა სტაჟიორ-გამომძიებლობის 15-მდე სარეზერვო კანდიდატი, რომლებიც საშტატო ერთეულების გაზრდის, სტაჟიორ-გამომძიებლებისთვის სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, დამატებითი კონკურსის გავლის გარეშე, მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე დაინიშნებიან როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და ქუთაისის დანაყოფებში.
საკონკურსო განაცხადები (აპლიკაციები) მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით მიიღება: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/67370?active=1
კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/67370?active=1