ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით ჩერქეზიშვილმა და ვარშავის ბოლესლავ პრუსის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კანცლერმა, ბატონმა ზბიგნიევ ადამ ჩედამ მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხელშეწყობას. კერძოდ, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სამეცნიერო და სასწავლო რესურსების გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.
დელეგაციის ხელმძღვანელებს ბატონ ზბიგნიევ ადამ ჩედასა და პროფესორ პიოტრ იასეკ როზვადოვსკის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე EEU-ს რექტორმა, პროფესორმა დავით ჩერქეზიშვილმა მათ საპატიო დოქტორის დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ვიზიტის დასასრულს სტუმრებმა EEU-ს ახალი კამპუსი დაათვალიერეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
უნივერსიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: