,,LexisNexis Academic“ არის სამეცნიერო ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ინგლისურენოვანი იურიდიული პუბლიკაციებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების სრულ ტექსტებს.
,,LexisNexis Academic“ აერთიანებს 5800-ზე მეტ გამომცემლობის საინფორმაციო რესურსს, იურიდიული, პოლიტიკური და ბიზნესის მიმართულების 17 000-ზე მეტ ახალი ამბების წყაროს. მასში ასევე ხელმისაწვდომია ამერიკის ფედერალური და საშტატო სასამართლოების მასალები და ასობით იურიდიული მიმოხილვა.
ვებინარის მიზანია პერსონალისა და სტუდენტებისთვის მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზის (,,LexisNexis Academic“) პრეზენტაცია და ძებნის მექანიზმების გაცნობა. შეხვედრა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ბაზასთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას, ამ სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ბაზის გამოყენების მაჩვენებლის გაზრდას.
სპიკერად მოწვეულია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ,,Lexis-Nexis“-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი მარატ ალმაგანბეტოვი (Marat Almaganbetov).
ვებინარის ხანგრძლივობა: 1 საათი
სამუშაო ენა: ინგლისური
ვებინარზე დასწრების ბმული: https://relx.zoom.us/j/96570025073#success
აღნიშნულ ელექტრონულ ბაზაზე წვდომა შესაძლებელია როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ისე მის გარეთ უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ელექტრონული ფოსტის შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შემდეგ მისამართზე: EEU.Lib@eeu.edu.ge
დეტალური ინფორმაცია ,,Lexis-Nexis“-ის შესახებ იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/11/Nexis-UNI-Legal-News-Company-ENG-1.pdf
წვდომისათვის ეწვიეთ შემდეგ ელ. ბმულს: http://www.nexisuni.com