სემინარი შეეხება გარემოს ქიმიურ დაბინძურებას, კერძოდ, დარიშხანით ნიადაგისა და წყლის დაბინძურებას, საქართველოს რეალობაში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს – რაჭასა და ქვემო სვანეთში არსებობს არაერთი ბუნებრივი თუ ანთროპოგენული წყარო.
დარიშხანს პირველი ადგილი უკავია 20 ყველაზე საშიშ და ტოქსიკურ ნაერთთა შორის. აღნიშნულ ნაერთთა ნუსხა ტოქსიკური ნაერთებისა და დაავადებების რეგისტრაციის სააგენტომ (The Agency for Toxic Substances and Disease Registry _ ASTDR) და აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA _ U.S. Environmental Protection Agency) ერთობლივად შეადგინეს. დარიშხანი, ისევე როგორც ყველა მძიმე მეტალი, აკუმულირდება ეკოსისტემის კომპონენტებში, ხვდება ადამიანის კვებით ჯაჭვში და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას.
სემინარის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ 2020-2021 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ,,მძიმე მეტალებით ეკოსისტემის დაბინძურებასთან დაკავშირებული მოსახლეობის ინტოქსიკაციისა და ონკოლოგიური დაავადებების რისკების შეფასება“ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული 2 კვარტალის შედეგების განხილვა.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ვარაზი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი;
პროექტის მონაწილე ექიმი-მკვლევარები: ელენე ზურაბიშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
ვახტანგ თებიძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი;
პროექტის მონაწილე სტუდენტი: ჰუსამ შარიფი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი
პროექტის დამხმარე პერსონალი (ინტერვიუერები) – გიორგი თათანაშვილი, ეკატერინე ლოხიშვილი, ნინო ლაცოშვილი, ციალა ბაიაშვილი
სემინარის ფორმატი: დისტანციური, MS Teams
სემინარზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: https://teams.microsoft.com/l/
დასწრება თავისუფალია!