15 ოქტომბერს, 20.00 საათზე, ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, დოქტორმა დეტლეფ ფონ დანიელსმა (გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტი, გიოტინგენი, გერმანია) ონლაინ-რეჟიმში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ჰაიდეგერის გამოწვევა ლიბერალიზმისთვის, ანუ როგორ გადავიაზროთ პოლიტიკური ფილოსოფია“. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.