მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, სსიპ-განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე EEU-ს განათლების მეცნიერებების სადოქტორო ინგლისურენოვან პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა!
პროგრამას ხელმძღვანელობენ პროფესორი პოლ გიბსი (იხ. https://eeu.edu.ge/paulgibs/) და ასოც. პროფესორი შალვა ტაბატაძე (იხ. https://eeu.edu.ge/shalvatabatadze/)
პროგრამა ხორციელდება მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) განათლების დეპარტამენტის მხარდაჭერით და გათვალისწინებულია სადოქტორო სწავლების ბრიტანული გამოცდილება.
ვულოცავთ პროგრამის ხელმძღვანელებს, განმახორციელებელ პერსონალს, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტსა და სტუდენტებს პროგრამის აკრედიტაციის წარმატებით გავლას!!
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://bit.ly/3oazXHB