ცენტრი იწვევს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტებს ანაზღაურებად სტაჟირებაზე, შემდგომში სრულგანაკვეთიან პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივით!
სტუდენტის სწავლის სფერო არ არის შეზღუდული
ანაზღაურებადი სტაჟირების ხელფასი განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე.
სამუშაო დროის ხანგრძლივობა: სამუშაო დატვირთვა არ აღემატება კვირაში 30 საათს. სტაჟირება გაგრძელდება 2022 წლის აგვისტომდე. სამუშაო განრიგზე შესაძლებელია შეთანხმება.
Covid-19 პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში მუშაობა განხორცილდება დისტანციურად.
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურებადი სტაჟირების სფერო:
- შერჩეული კანდიდატი სტაჟირების პერიოდში გაივლის უნივერსიტეტის მრჩევლის (College Counseling)-ის მომზადებას.
- გაეცნობა უნივერსიტეტის მრჩევლის (College Counselor) ფუნქცია-მოვალეობებს.
- გაეცნობა და გამოიყენებს არსებულ საძიებო სისტემებს.
- ჩაატარებს სამაგიდო კვლევას (Desk Research) და მოიძიებს უნივერსიტეტებსა პროგრამებს.
- მოაგროვებს ინფორმაციას უნივერსიტეტებისა და პროგრამების მისაღები პროცედურების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დაინტერესებული ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტი:
- უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას თავისუფლად;
- სასურველია კანდიდატის უნივერსიტეტის საშუალო ქულა (განვლილი კურსების საშუალო ქულა) იყო 70 და მეტი. საშუალო ქულა შეგიძლიათ მიუთითოთ CV-ში. ნიშნების ფურცელი არ არის საჭირო;
- უნდა შეეძლოს გუნდური მუშაობა;
- უნდა იყენებედეს კომპიუტერულ პროგრამებს მომხმარებლის დონეზე (Microsoft Office, Power Point, Excel, Google Meet, Zoom, Google Docs);
- უნდა შეეძლოს შედეგიანი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია.
შერჩევის პროცესი:
- დაინტერესებულმა ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ CV ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@leaf.ge
- CV გადარჩევის შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს ინგლისურ ენაზე ონლიან Google Meet-ის საშუალებით. ამისთვის აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს @gmail.com ელექტრონული ფოსტის მისამართი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი 2021