აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (კიოლნი, გერმანია) ორგანიზებით 2021 წლის 12 ნოემბერს გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ,,ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში“.
ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში შალვა მაჭავარიანმა და ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დეკანმა რიჩარდ გეიბელმა გახსნეს.
კონფერენციის მონაწილეებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ხელმძღვანელი დავით ჩერქეზიშვილი, ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ხელმძღვანელი ლუც ბეკერი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ლაზარაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე მიესალმნენ.
კონფერენციაზე ძირითადი მოხსენებებით წარდგნენ:
- რობინ კრახტი (ვუპერტალის უნივერსიტეტი, გერმანია) და უვე როშმანი (Pixelpark, გერმანია): სოციალური კომერცია – წარმოშობა და მნიშვნელობა.
- დოქტორი მიხეილ თოქმაზიშვილი, (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო): ციფრული ბიზნესის ბარიერები და სოციალური ინოვაციების გამოწვევები საქართველოში.
კონფერენცია წარიმართა სამ სესიაზე:
I სესია: დიგიტალიზაცია სოციალურ და კორპორატიულ პასუხისმგებლობაში
მოდერატორი: დოქტორი ზვიად გაბისონია, კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
II სესია: ელექტრონული კომერცია და ციფრული მეწარმეობა
მოდერატორი: დოქტორი რიჩარდ გეიბელი, ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დეკანი, ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
სესია III: დიგიტალიზაცია განათლებაში
მოდერატორი: დოქტორი ნინო გაჩეჩილაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
კონფერენციაზე ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მოხსენებები ქართველმა ახალგაზრდა მკვლევარებმა და დარგის სპეციალისტებმა წარმოადგინეს.
ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ ორგანიზატორი უნივერსიტეტების, საქართველოსა და გერმანიის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის სხვა სპეციალისტები.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა გაციფრება, ციფრული გარდასახვა, ელექტრონული კომერცია, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დიდი მასივი (Big Data), ბლოკჩეინი, ონლაინ მარკეტინგი, ციფრული სამართალი, ციფრული სოციალური ინოვაცია, ციფრული ეთიკა ციფრული სწავლება უნივერსიტეტებში და სხვა.
ღონისძიება ორგანიზატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შეაჯამეს, აღნიშნულ ქართულ-გერმანულ კონფერენციას კი ტრადიციული სახე მისცეს და დასახეს ISPC 2022-ის გამართვის სამომავლო გეგმა.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ ელექტრონული სერტიფიკატები.