სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 15 დეკემბერს გაიმართება ელექტრონულად, საარჩევნო პლატფორმის გამოყენებით!
EEU სტუდენტური თვითმმართველობა შედგება, თანასწორი და პროპორციული საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 2 წლის ვადით არჩეული 12 დელეგატისგან. სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატის სტატუსი ენიჭება არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტური ჯგუფის სიის პირველ 10 სტუდენტსა და მეორე შედეგის მქონე ჯგუფის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს. არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტური ჯგუფის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები ავტომატურად იკავებენ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებს.