6 დეკემბერს, 18:00 საათზე, MS TEAMS-ში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების შესახებ – ERASMUS+ სასტიპენდიო პროგრამა ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში და გაცვლითი პროგრამა ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი).
საინფორმაციო შეხვედრის მიზანი:
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას EEU-ს მიერ გამოცხადებული მიმდინარე გაცვლითი პროგრამების კონკურსის შესახებ.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობა;
- მიმდინარე გაცვლითი პროგრამები ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტსა (ERASMUS+) და ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი);
- გაცვლითი პროგრამების საკონკურსო პროცედურები და კრიტერიუმები;
- სამოტივაციო წერილი – თქვენი აპლიკაციის მთავარი ნაწილი;
- გასაუბრების ტექნიკები.
სპიკერები:
- თეა იმედაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო და ადმინისტრაციულ საკითხებში;
- ნათია ხორგუაშვილი-კინნე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი.
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო (მე-3 სემესტრიდან) და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტები.
სამუშაო ენა: ქართული
საინფორმაციო შეხვედრის თარიღი: 06.12.2021, 18:00 საათი
საინფორმაციო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი
ფორმატი: შეხვედრა ჩატარდება დისტანციურად MS TEAMS-ში
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების ბმული: